დალაგება ჯგუფით

ქლინერების ჯგუფი მიუწვდომელ ადგილებსა და რთულად მოსაშორებელ ლაქებსაც წმენდს.
კარადები და ტექნიკა იწმინდება როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.
გენერალური
1  - ოთახიანი
1  - სველი წერტილი
გარანტია
ხარისხი
უსაფრთხოება

რა შედის გენერალურ დალაგებაში ?

ოთახი და კორიდორი
სამზარეულო
აბაზანა
დალაგება ჯგუფით 6-დან 8 საათამდე გრძელდება და 25-ზე მეტ სამუშაოს მოიცავს

რეგურალური დალაგების უპირატესობები

  • ერთი და იგივე ქლინერი
  • დალაგება თქვენს არყოფნაში
  • ფასდაკლება 15-30% მომსახურებებზე
  • პერსონალური მენეჯერი

მდე და შემდეგ

2 წლიანი გამოცდილება

500 -ზე მეტი დალაგება საქართველოს მასშტაბით

გამოცდილი ქლინერები

მკაცრი შერჩევა და პროფესიონალური ინსტრუქტაჟი

ხარისხის გარანტია

უფასო დალაგება, თუ არ მოგეწონათ შედეგი

თქვენი ქლინერი

ერთი და იგივე ქლინერი მოგემსახურებათ თქვენს დალაგებაზე

ფასდაკლებები

20% ფასდაკლება რეგულარულ მომხმარებლებს

მარტივი სერვისი

ბარათით გადახდა, გასაღების ოფისში მიტანა, თქვენი დალაგების მართვა

ფასები

ბინის დალაგების მიახლოებითი ფასები
ერთოთახიანი 180₾
ოროთახიანი 220₾
სამოთახიანი 260₾

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საჭირო დალაგება ჯგუფით?
თუ დიდი ხანია რაც სახლის გენერალური დალაგება არ ჩაგიტარებიათ, მაშინ ჩვენი პროფესიონალების გუნდი დაგეხმარებათ. ისინი დიდი მოცულობის სამუშაოს რამდენიმე წუთში შეასრულებენ. დალაგება ჯგუფით იმ შემთხვევაში უნდა შეუკვეთოთ თუ სახლის სრულ წესრიგში მოყვანა და ჭუჭყის ყველაზე მიუწვდომელი ადგილებიდან მოცილება გსურთ. ჩვენი ქლინერების ძალისხმევით თქვენი ავეჯისა და ინტერიერის სხვა ნივთების ექსპლუატაციის ვადა საგრძნობლად გაიზრდება.
რამდენად ხშირად არის რეკომენდებული გენერალური დალაგების ჩატარება?
გენერალური დალაგების სიხშირე თქვენი ცხოვრების წესზე და სისუფთავის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა დამოკიდებული. როგორც წესი ხარისხიანი დალაგება ჯგუფით სახლში სასურველ სიმყუდროვესა და კომფორტს 1-2 თვის მანძილზე ინარჩუნებს.
რას მოიცავს დალაგება ჯგუფით?
დალაგება ჯგუფით სახლში არსებული ყველა ზედაპირის გულმოდგინე წმენდას მოიცავს:
• ვალაგებთ ყველა ოთახს
• მტვერსასრუტისა და ორთქლის გენერატორის მეშვეობით ვაშორებთ მტვერს ბინის ყველაზე რთულად მისაწვდომი ადგილებიდანაც.
• ვაშორებთ ლაქებს ავეჯის, ტექნიკის, დეკორის ნივთების, ჭაღების, შუშის ზედაპირებისა და სარკეებიდან.
• ვახდენთ სანტექნიკის დეზინფექციას
• ვაშორებთ ცხიმის ლაქებს, ვამუშავებთ სამზარეულოს ტექნიკას როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.
• ვწმენდთ კაფელს და კაფელს შორის არსებულ ნაპრალებს
• გენერალური წმენდის ჩატარებისას აუცილებლად ვაშორებთ ჟანგს და წყლისგან გაჩენილ კირ-ქვის ნალექს.
• დალაგების დასრულების შემდეგ გაგვაქვს ნაგავი.
როგორ ხდება სერვისის საფასურის გამოთვლა?
მომსახურების საფასური დამოკიდებულია დასალაგებელი ობიექტის ზომასა და არჩეული დამატებითი სერვისების რაოდენობაზე. ფასის დაზუსტებით გამოთვლა თქვენს პირად კაბინეტში შეგიძლიათ. ჩვენი ფასები ნებისმიერი შემოსავლის დონის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომია!
რომელ საწმენდ საშუალებებს იყენებთ დალაგებისას?

კომპანია ჰელფი მხოლოდ მაღალ პროფესიონალურ, უმაღლესი ხარისხის საწმენდ საშუალებებს იყენებს. ჩვენთან არ გამოიყენება აგრესიული, სინთეტიკური შემადგენლობის მქონე საშუალებები. უპირატესობას ვანიჭებთ ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებს.

როგორ მუშაობს ჰელფის დაზღვევა?
კოპანია ჰელფი, ქლინერის პროფესიულ საქმიანობას აზღვევს, შესაბამისად:
• თუ დალაგებდან 24 საათის განმავლობაში ჩვენს ნამუშევარში ხარვეზებს შეამჩნეთ, ჩვენ ამ ხარვეზს უმოკლეს დროში, უფასოდ გამოვასწორებთ.
• თუ სამუშაოს შესრულების პროცესში ქლინერის მიერ თქვენი ინტერიერის ნებისმიერი ნივთი დაზიანდება, ჩვენ მას უფასოდ შევაკეთებთ ან ზარალს ავანაზღაურებთ (თუ შეკეთება შეუძლებელია).