რემონტის შემდგომი დალაგება

დავუსვამთ რემონტს ფინალურ წერტილს –
გავწმენდთ სახლს სამშენებლო მტვრისა და ლაქებისგან.
რემონტის შემდგომი
1  - ოთახიანი
1  - სველი წერტილი
გარანტია
ხარისხი
უსაფრთხოება

რა შედის რემონტის შემდგომ დალაგებაში?

როგორ ხდება რემონტის შემდგომი დალაგება

გვიტოვებთ შეტყობინებას.
ჩვენ გამოვთვლით დალაგების საფასურსა და ვადებს.
დაგინიშნავთ ქლინერების ჯგუფსა და მეთაურს რომელიც მათ საქმეს გადაუნაწილებს და გააკონტროლებს მუშაობას.თქვენთვის აუცილებელი აღარ არის დალაგების პერიოდში ქლინერებთან ყოფნა. დალაგების დასრულების შემდეგ, შესრულებულ სამუშაოს ჯგუფის მეთაურისგან ჩაიბარებთ.


რემონტის შემდგომი დალაგება გრძელდება 6-8 საათამდე
და მოიცავს 45 სახის სამუშაოზე მეტს

რეგურალური დალაგების უპირატესობები

  • ერთი და იგივე ქლინერი
  • დალაგება თქვენს არყოფნაში
  • ფასდაკლება 15-30% მომსახურებებზე
  • პერსონალური მენეჯერი

მდე და შემდეგ

2 წლიანი გამოცდილება

500 -ზე მეტი დალაგება საქართველოს მასშტაბით

გამოცდილი ქლინერები

მკაცრი შერჩევა და პროფესიონალური ინსტრუქტაჟი

ხარისხის გარანტია

უფასო დალაგება, თუ არ მოგეწონათ შედეგი

თქვენი ქლინერი

ერთი და იგივე ქლინერი მოგემსახურებათ თქვენს დალაგებაზე

ფასდაკლებები

20% ფასდაკლება რეგულარულ მომხმარებლებს

მარტივი სერვისი

ბარათით გადახდა, გასაღების ოფისში მიტანა, თქვენი დალაგების მართვა

ფასები

ბინის დალაგების მიახლოებითი ფასები
ერთოთახიანი 180₾
ოროთახიანი 230₾
სამოთახიანი 280₾

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა შევუკვეთოთ რემონტის შემდგომი დალაგება ჰელფის?!
პროფესიონალების გუნდი თავიდან აგაცილებთ რემონტის ან მშენებლობის შემდგომ სირთულეებს. დაგროვილი მტვერი, წებოვანი ლენტის ნარჩენები, საღებავის ლაქები და სხვა რთულად მოსაშორებელი დაბინძურებები – ჩვენი გუნდის ვიზიტის შემდგომ უკვალოდ გაქრებიან!
ჩვენი ქლინერები უშეცდომოდ არჩევენ სხვადასხვა ლაქისა და ზედაპირის შესაბამის საწმენდ საშუალებასა თუ მათ მოცილების ტექნიკას, შესაბამისად პროფესიონალების მიერ შესრულებული დალაგება ზედაპირების დაზიანების გარეშე ხდება!
რამდენ ხანს გრძელდება რემონტის შემდგომი დალაგების პროცესი?!
დასუფთავებისთვის განკუთვნილი ზუსტი დროის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენი ქლინერების ჯგუფი მთლიან სამუშაოს 6-8 საათის განმავლობაში ასრულებენ. ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ: დალაგების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში არ იწელება. დიდი სივრცის დასასუფთავებლად 3-5 სპეცალისტისგან შემდგარ ჯგუფს ვაგზავნით. საჭიროების შემთხვევაში შესალოა სასწრაფო დალაგების შეკვეთაც. ჩვენი ქლინერები კვირის ნებისმიერ დღეს მოგემსახურებიან!
ობიექტზე ყოფნის დრო არ მაქვს. შეიძლება თუ არა ქლინერები სამუშაოს შესასრულებლად მარტო დავტოვო, მე კი პირადი საქმეების შესასრულებლად წავიდე?!
ჩვენი სერვისის მთავარი მიზანი სწორედ თქვენი ცხოვრების გამარტივება და მისი უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ გადაქცევაა. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ქლინერების მარტო დატოვება! ისინი მეთვალყურეობის გარეშეც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებენ!
რაზეა დამოკიდებული სამუშაოს შესრულების საფასური?
ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულების ხარისხიც და ფასიც, შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. შესასრულებელი სამუშაოს ფასზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორი:
  • დასალაგებელი ზუსტი ზომა
  • დამკვეთის დამატებითი მოთხოვნები და სურვილები
  • ავეჯის რაოდენობა – მეტი ავეჯი დალაგების პროცესს და გასაკეთებელი საქმის რაოდენობას უფრო ზრდის და შესაბამსიად ფასიც განსხვავებული იქნება.
თუ ჩვენი მუდმივი მომხმარებელი ბრძანდებით, ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ ფასდაკლებას!
შევძლებთ თუ არა რემონტის შემდგომი დალაგების შეკვეთას ქალაქგარეთ?!

დიახ, შესაძლებელია. თუმცა ფასი განსხვავებული იქნება! ამ სერვისის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და დეტალების დასაზუსტებლად მიწერეთ ოპერატორს ან დაგვიკავშირდით.